თბილისში გვიან ღამით ერთი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 36 წლამდე ქალი.
ქალიც და მამაკაციც ქირით, ერთმანეთუის გევრდით იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ.
დაპირისპირება მათ შორის, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 22 წლის ბიჭმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულსი დაკავება რამდენიმე საათში მოახერხეს.
ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 22 წლის ბიჭს კი ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს წაუყენებენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება.