”შინაგან ორგანოებს მუშაობა ძალიან უჭირთ.. ექიმებმა კვლევები ახლიდან ჩაუტარეს…” – ნახეთ ახალი დეტალები ანიტაზე, რომლებიც ახლახანს გავრცელდა

0

👉 ანიტას მდგომარეობა ისევ კრიტიკულ ფაზაშია, თუმცა ორგანიზმი ინარჩუნებს სტაბილურობას.
➡️ გრძელდება დიალიზი და სისხლში გავრცელებული ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.
➡️ ჯერ-ჯერობით ბავშვის შინაგან ორგანოებს უჭირთ ფუნქციონირება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გულის ამუშაობა, რომ სხვა ორგანოებზე დატვირთვა შემცირდეს. ამჟამად გულის ყველა ფუნქციას ჩანერგილი აპარატი ასრულებს.
➡️ ბოლო კვლევის მიხედვით, აღარ აღინიშნება სოკოს ინფექცია, ნამდვილად დაძლეულია თუ არა ბაქტერია, ამის დასადგენად დღეს განმეორებით მოხდა სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
👉 ექიმი ბალაკრიშნანი აღნიშნავს, რომ ანიტას კონტაქტზე გამოსვლა და ის რომ მისი ნევროლოგია არ დაზიანებულა არის ძლიან საოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი.
🎊 ყველას გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!
ეს წელი ჩვენი გამარჯვების იქნება!

Share.