შობა დღეს ძალზედ დიდი ტრაგედია დატრიალდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ თბილისში ახლახანს საზარელი მკვლელობა მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, მოკლული პოლიციის თანამშრომელია. მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაცით, მოკლული და დაკავებული
მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ, დაკავებულმა სამინისტრო რამოდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო.
შსს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.