“შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე წაიყვანა ღმერთმა ჩემი ულამაზესი…” – თეა დარჩიას უმძიმესი ტრაგედია

0

“შობის დღესასწაულზე წაიყვანა ღმერთმა, ჩემი ულამაზესი და უნიჭიერესი დედა, გიული დეკანოზიშვილი, სამი წლის წინ. მშვიდად განისვენე დედიკო. მიყვარხარ, სულ გულში ხარ, როგორც მოუშუშებელი ჭრილობა“ – წერს მოცეკვავე თეა დარჩია „ფეისბუქზე“.
თეამ თავის დედასა და ბაბუაზე საუბრისას, „ფარულ კონვერტში“ გაამხილა, რომ მისი ბაბუა, კოლია დეკანოზიშვილი დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ ძია ისიდორეს ნამდვილი პროტოტიპი იყო.
თეა დარჩია: – ძია ისიდორეს პროტოტიპი ჩემი ბაბუა, კოლია დეკანოზიშვილია, დედაჩემის მამა. როდესაც ბაბუა მეორე მსოფლიოს ომის დროს ბერლინამდე ჩავიდა, უკან დაბრუნებული კომუნისტებმა გააციმბირეს. ბერლინამდე ჩასულებმა გზადაგზა ისეთი რამეები ნახეს, რაც რკინის ფარდის მიღმა არასდროს ენახათ. იქიდან საღად მოაზროვნე ადამიანები სხვა მენტალიტეტით დაუბრუნდნენ სამშობლოს. ასე იყო ბაბუაც, თეატრის მხატვარ-დეკორატორი.

მოტაცებულ ქალიშვილზე რა დამოკიდებულებაც იყო მაშინდელ საქართველოში, იცით. უკან სახლში რომ ვერ დააბრუნებდი, რას იტყვის ხალხი, მონატაცები და მსგავსი სისულეები. მოკლედ, 16 წლის დედა პურზე გაუშვეს და არ დაბრუნდა. ვინმე აბულაძემ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. მისი რეალური სახე მერე გამოიკვეთა. მოკლედ, არცთუ ისე კარგი ადამიანი აღმოჩნდა. დედა დაიტანჯა. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, ნანა აბულაძე, ჩემი უფროსი და, რომლის გაზრდილებიც ვართ მე და ჩემი უმცროსი და ქეთი. მოკლედ, ეს ადამიანი თამაშობდა და წააგო ყველაფერი, რაც კი დედას და მის ოჯახს ებადა. ამ აბულაძის მეგობარმა უთხრა დედას, მოკიდე შვილს ხელი და დაბრუნდი სახლშიო. დედა ასეც მოიქცა. ერთხელაც მისი ყოფილი ქმარი მოადგა ჩემს ოჯახს. სახლში იყვნენ დედა, ნანა, ბებია-ბაბუა და ბიძაჩემი. ჯიბეში „ლიმონკა“ მიდევს და თუ შვილს არ გამატანთ, ავაფეთქებო. ომგამოვლილ ბაბუას ეს ვერ შეაშინებდა. გამოიტანა იარაღი და შეშინების მიზნით (რომელსაც არასდროს ტენიდა. არადა, დატენილი აღმოჩნდა) დაუმიზნა, გაისროლა და… ადგილზე მოკლა! ბაბუა ციხეში ჩასვეს. ერთი წელი იჯდა.

თურმე, ნოდარ დუმბაძე ყოველ სასამართლოს ესწრებოდა. მან დედას თხოვა, თუ შეიძლება ამ ისტორიას წიგნში გამოვიყენებო და დედამ უარი არ უთხრა…
წყარო: ambavi.cc

Share.