“შოკისმომგვრელი დასკვნა ექსპერტიზის 21 წლის მოკლულ გოგონაზე..” – ნახეთ რა დასკვნა დადო ექსპერტიზამ.

0

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის, გულ­ნაზ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლუ­ლი 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, სა­ფეთ­ქლის მი­და­მო­დან მე­ტა­ლის სა­გა­ნი – და­ნის წვე­რი იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.
სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა მოკ­ლუ­ლის ცხე­დარს სწო­რედ გულ­ნაზ ტა­ტა­ნაშ­ვილ­მა ჩა­უ­ტა­რა. მისი თქმით, ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის ყვე­ლა მი­და­მო­ში მრავ­ლო­ბი­თი ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 59 და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და.
რო­გორც ექ­სპერ­ტმა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მოკ­ლულს ყვე­ლა­ზე მეტი ჭრი­ლო­ბა თავ­ზე, ყვე­ლა ნა­წილ­ში ჰქონ­და, ასე­ვე, ზურ­გის, მტევ­ნე­ბი­სა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის მი­და­მო­ებ­ში. მოკ­ლულს ყვე­ლა ჭრი­ლო­ბა და ნა­კაწ­რი სი­ცო­ცხლის დროს ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა ასე­ვე ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ავ­ტორ­მა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში სრუ­ლად შე­რა­ცხა­დი იყო.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Share.