“ჩემგან ეს შენ..” – ნახეთ გურამმა ბაგირას სულისშემძვრელი სიმღერა და კლიპი მიუძრვნა. ვიდეო აგატირებთ

0

გურამმა რამდენიმე წუთის წინ სოც ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჩემს პირველ საავტორო სიმღერას “მადლობა” ერქვა, ეს სახელი ჰაერიდან არ მოსულა, მადლიერება ძალიან მაგარი გრძნობაა, რომელიც ხალხს ხშირად გვავიწყდება. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს შემდგომში, მე სულ მადლიერი ვარ ყველაფერი კარგის, რაც იყო. ❤

ამ კლიპს როცა ვუყურებ, კიდევ უფრო მეტად მწყდება გული. იმდენი რამ გადაგვხდა, იმდენჯერ ვედექით ერთმანეთს გვერდით, იმდენი ფერადი მოგონება შევქმენით, იმდენ რამეს ვგეგმავდით პროექტის შემდეგაც და ვერაფრით წარმომედგინა, თუ აი ასე, ერთი ხელის მოსმით უნდა გამქრალიყო ყველაფერი. თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ეს სიმღერა და კლიპი ჩემგან საჩუქრად, იმ ლამაზი 2.5 თვისთვის… ჩავთვალოთ, რომ აი ამ ვიდეოთი ვასრულებთ და ის, რაც ბოლო კვირაში იყო – თითქოს არ ყოფილა.
მადლობა და ნახვამდის 🤍⭐

Share.