იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. მაშველებმა ერთი ადამიანი გადარჩენა შეძლეს.სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი.
ბავშვების დედა, რომელიც ემიგრაციაში იყო, ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. მადონა რობაქიძე ოჯახის კადრებს აქვეყნებს და წერს:
„როგორი ძნელი, არა, შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი….სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები.მჯერა ახლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით….მჯერა რომ ისევ ერთად ხართ…და კარგად ხართ…..ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას
ეს ის ტკივილია, ვერაფერს რომ ვერ შეადარებ….უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით…შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო..
7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა, ახლა მძულს და მეზიზღება ეს დროც…დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა…დრო, რომელმაც ჩემი ფერადი და ბედნიერი ცხოვრება შეცვალა…..დრო, როცა გაჩერდა ყველაფერი ….დრო, როცა დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი გაუფერულდა გაშავდა ირგვლივ სამყარო….დრო, როცა დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ აზრი…..დრო, როცა ჩამოიქცა და დაიმხო ყველაფერი….თქვენ იყავით ჩემი ყველაფერი დედი უთქვენოდ კი……მძულს და მეზიზღება სამყარო რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა….“,- წერს