ერაყში, ქორწილში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მთელი მსოფლიო შეძრა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქორწილში გაჩენილ ხანძარს ნეფე-პატარძლის სიცოცხლეც შეეწირა. თუმცა, ცოტა ხნის წინ Sky News-მა ნეფე-პატარძალთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ გაავრცელა.
ინტერვიუში რევანი ამბობს, რომ უბედური შემთხვევის შედეგად, მისმა მეუღლემ, მეტყველების უნარი დაკარგა:
ეს რეალობაა – ჩვენ თქვენს წინ ცოცხლები ვსხედვართ, მაგრამ, შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ. როდესაც ხანძარი გაჩნდა, ჩემს ცოლს ხელი მოვკიდე და ვცდილობდი, გარეთ გამომეყვანა. ფეხები დაზიანებული აქვს და მეტყველების უნარი წაერთვა. რატომ მოხდა ეს ყველაფერი ქორწილის დღეს? რა დავაშავეთ? ყოველ ჯერზე, როდესაც ვცდილობ ბედნიერება ვიპოვოთ, რაღაც ტრაგიკული ხდება. ჩემმა ცოლმა 10 ახლობელი დაკარგა – დედა, ძმა…”