ტრაგედია მოხდა ქუთაისში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან, მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
„ანგელოზებთან გაფრინდა პატარა ანგელოზი… დილით ზაფხული ჩამქვრალა ჩვენს ქუჩაზე… მიაბიჯებდა ღრუბლებში, ნელ-ნელა მიუყვებოდა წყებად დაფენილ საფეხურებს, გვერდს ლამაზი, თეთრი ანგელოზები უმშვენებდნენ. ამბობენ სიკვდილის ანგელოზს შერცხვა და თავი დახარაო…
მზე გვიცქერდა ზეციდან, მისი ღიმილიაო ამბობენ!… მიწა ეწვოდაო დედამიწას, ზეცა დაჰყურებდა დარჩენილთა ცოდვა-ბრალს. უფალი შეეგება ,,ღიმილის გოგოს ” შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრაო ამბობენ,“ – წერს პოსტის ავტორი.
წყარო:ambavi.club