“ცნობილიადილით მომხდარ უმძიმეს ავარიაში დაღუპულთა ვინაობა..” – მამა, მისი ორი შვილი და ქვისლი, რომელსაც ნათესავი საოპერაციოდ მიჰყავდა

0

ამ დილით გურ­ჯა­ან­ში ტრა­ი­ლე­რი გა­დაბ­რუნ­და, რასაც 4 ადამიანი შეეწირა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ბა­კურ­ცი­ხე-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, ბარ­ჯის­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და.თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ტრა­ი­ლე­რის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მო­ცურ­და და მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნებს და­ე­ცა. შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლი და მათი ვა­ჟე­ბი და­ვით და ნიკა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლის ქვის­ლი და­ვით ჭუ­ა­ძე.

რო­გორც “ამბებს” გარ­დაც­ვლი­ლი ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბმა განუცხადეს, ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი და ჭუ­ა­ძე გურ­ჯა­ან­ში მი­დი­ოდ­ნენ.

“ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს, მამა და შვი­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. გურ­ჯა­ან­ში მიჰ­ყავ­და დათო ჭუ­ა­ძეს ქვის­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ოდ, სწო­რედ ამ დროს მოხ­და ავა­რია. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ” – ჰყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლი და მისი ვა­ჟე­ბი ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახშნის ვე­ლე­ბი­დან იყ­ვნენ.

Share.