“ცნობილია ვინ არის გლდანში შვილის მიერ მოკლული კაცი?” – „მე რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი“

0

გლ­დან­ში, შვი­ლის მიერ მა­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მკვლე­ლო­ბა და­ნით მოხ­და. მოკლულია 49 წლის გელა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი.
მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვას და­კა­ვე­ბუ­ლის 12 წლის დაც შე­ეს­წრო.
“და­ნით მოკ­ლაო ამ­ბო­ბენ, მე რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ოჯახ­ში რა მოხ­და, არ ვიცი. ერთი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლაო, ეს ბიჭი არ გაქ­ცე­უ­ლა, სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა.

თუ არ ვცდე­ბი, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 49 წლის იყო და­ღუ­პუ­ლი. ხე­ლო­სა­ნი, მშრო­მე­ლი კაცი იყო, აქამ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მამა-შვილს, რა მოხ­და არ ვიცი, წყნა­რი ოჯა­ხი იყო. სახ­ლში და­კა­ვე­ბუ­ლის დაც იყო, სას­წრა­ფო­ში ალ­ბათ, იმან და­რე­კა”, – აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა გლ­დან­ში, მე-2 მიკ­რო­ში დღეს დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 09:00 სა­ათ­ზე მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლის, გელა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლის შვი­ლი, რეზი გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.
წყარო: geonewest.com

Share.