“ცნობილია პიროვნება, რომელიც კურიერს თავს დაესხა და დაჭრა..” – ნახეტ რატომ არ დააკავეს დღემდე ეჭვმიტანილი?

0

იდენტიფიცირებულია პიროვნება, რომელიც “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა და ორივე ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ, რადგან მიმალვაშა.
დაშავებულ 32 წლის თემო სიგუას, გუშინ, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა კაცს ორივე ფეხის ტერფი შეუნარჩუნეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც, არსებული ინფორმაციით, 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
წყარო:geonewest.com

Share.