ცნობილია რომელ არხზე წაიყვანს საინფორმაციო გამოშვებას ზაალ უდუმაშვილი

0

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი „ტვ პირველს“ შეუერთდება და საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. გარდა ამისა, შესაძლოა მან, გარდა წამყვანობისა, გარკვეული პოზიცია არხის მენეჯერულ რგოლშიც დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზაალ უდუმაშვილი პარტიის რიგებს ტოვებს და კვლავ მედიაში ბრუნდება.

როგორც უდუმაშვილმა ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება.“

Share.