”ცნობილი ექიმი დაიღუპა და ნათესავებმა მას განსაკუთრებული დაკრძალვა მოუწყვეს, ერთ-ერთ დამსწრეს კი ამაზე სიცილი აუტყდა, ხალხი ახშფოთდა, თუმცა მიზეზის გაგების შემდეგ მათაც გაეცინათ…”

0

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახალისო ისტორია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გარდაიცვალა ღვაწლმოსილი კარდიოლოგი და ამიტომაც განსაკუთრებული დაკრძალვა მოუწყეს ნათესაობამ და პაციენტებმა:
სამარე მორთეს გულის ფორმის უზარმაზარი და ულამაზესი თაიგულით, იგი გაიხსნა, მიცვალებული შიგ ჩაუშვეს და თაიგული დაიხურა…

ძალიან გულის ამაჩუყებელი სანახაობა იყო, მაგრამ ერთერთ დამსწრეს სიცილი აუტყდა და მას ყველა მწყრალად მიაჩერდა. მამაკაცმა როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და მოიბოდიშა:
— მაპატიეთ, მაგრამ ჩემი გასვენება წარმოვიდგინე. მე გინეკოლოგი გახლავართ…”

Share.