ცნობილი ქართველი სამაგალითო ექიმი გარდაიცვალა – ძალიან სამწუხარო ამბავი ცოტახნის წინ გავრცელდა

0

თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ბატონი თემურ ჟვანია
„თემურ ჟვანია დაიბადა თბილისში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1977-1981წწ. იყო თბილისის მე-14 პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი; 1981-1983წწ. ბავშვთა მე-5 საავადმყოფოს ქირურგი-ორდინატორი; 1983-1985წწ. სწავლობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიული ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში; 1985-1989წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ასპირანტი;

1990-1995წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასისტენტი.
1995 წლიდან მუშაობდა თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.
ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის; გამოცემული აქვს 5 მონოგრაფია.

1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კომპლექსური მკურნალობა და თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები ლეგ-კალვე-პერტესის დაავადების დროს ბავშვთა ასაკში”.თემური ჟვანია … ღირსეული ოჯახიშვილი, სამაგალითო პიროვნება, პროფესიონალი, გულისხმიერი, მოსიყვარულე მეგობარი, მეუღლე, კოლეგა, მამა, ბაბუა, ძმა, შვილი…. მშვიდობით, ბატონო თემურ“, – ნათქვამია კლინიკის სამძიმრის წერილში.
ekim

Share.