“ცოლი და ორი პატარა შვილი დარჩა” – ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვილი იპოვეს

0

თბილისში დაკარგული ირაკლი ტეფნაძე, რომელსაც ოჯახი 16 თებერვლის შემდეგ ეძებდა გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელსი ოჯახი ავრცელებს.
ახალგაზრდა კაცი სახლიდან 16 თებერვალს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

”ჩემო ირაკლი …
როგორ მოგეფერო ? ისე როგორ ვიყვირო რომ ხმა მოგაწვდინო ?
მარტო რომ ვრჩები მხოლოდ შენს გამოხედვაზე,შეხებასა და ღიმილზე ვფიქრობ …
ძალიან მიყვარხარ … სადაც არ უნდა იყო გჯეროდეს მე შენთან ერთად ჯოჯოხეთზეც თანახმა ვიქნებოდი ,ოღონდ შენ ჩემთვის ხელი არ გაგეშვა … გპირდები , მე სამუდამოდ შენი ფიშო ვიქნები ჩემო ერთადერთო სიყვარულო !
ისევ შენ უნდა დამეხმარო თორემ მე უშენოდ აღარ ვარ … წამომაყენე შენი გოგოების გამო … გთხოვ …” – წერს დაღუპული ბიჭის მეუღლე

Share.