”ცოლ-შვილი სოფელში წაიყვანა და…” – ფოთში მანდატურმა თავი მოიკლა, სიკვდილამდე წერილი დაწერა – ნახეთ რა ეწერა წერილში

0

ფოთში სასამართლოს მანდატურმა 40 წლის ლევან ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლევანი სასამართლოში მანდატურად მუშაობდა.
„ლევანი ქირით ცხოვრობდა ფოთში და გუშინ დასვენების დღე რომ იყო, ცოლ-შვილი სოფელში წამოუყვანია და ნაქირავებ ბინაში ფოთში ნახეს ჩამომხრჩვალი. წერილიც დაუტოვებია, სადაც წერს – მარტო ღმერთმა იცისო მე ეს რატომ გავაკეთეო სხვა არაფერია ცნობილი“, – განაცხადა მან.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
წყარო: ambavi.cc

Share.