“ძალიან ცხელ ზაფხულს ელოდება მსოფლიო,რისთვის უნდა მოვემზადოთ: ელის თუ არა საქართველოს “სითბური დარტყმა”?

0

უცხო­ე­ლი კლი­მა­ტო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ პლა­ნე­ტა­ზე წელს ძა­ლი­ან ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.
– ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, სა­ინ­ტე­რე­სოა, ჯერ გა­ზა­ფხუ­ლის პროგ­ნო­ზით და­ვი­წყოთ…

– 9 მარტს ცო­ტას გა­მო­ი­და­რებს, თუმ­ცა, ზო­გან შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა მცი­რე ნა­ლე­ქი. 10 მარტს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში იქ­ნე­ბა წვი­მა, მთა­ში და მა­ღალმთა­ში კი თოვ­ლი. 11 მარტს დღი­სით გა­მო­ი­და­რებს და 14 მარ­ტის ჩათ­ვლით, უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღი­სით ტემ­პე­რა­ტუ­რა 8 -13 გრა­დუ­სამ­დე იქ­ნე­ბა, შემ­დეგ დღე­ებ­ში 15 გრა­დუ­სამ­დე მო­მა­ტებს, 11 მარტს დღი­სით გა­მო­ი­და­რებს. 14 რი­ცხვამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა – და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 20-25 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 17 და 18 გრა­დუსს მი­აღ­წევს. 15 მარტს ისევ ნა­ლექს ვე­ლო­დე­ბით.

და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტში ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ნა­პი­რო­ზე და კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე 10 – 12 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 6-9 გრა­დუ­სი, რაც 1- 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლია სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით…ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის დაკ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 გრა­დუ­სამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 5 გრა­დუ­სამ­დეც. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ნუს 10 გრა­დუ­სამ­დე და­ი­წი­ოს ტემ­პე­რა­ტუ­რამ, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში – მი­ნუს 14 გრა­დუ­სამ­დე. თვის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა და ის 27-28 გრა­დუს­საც კი მი­აღ­წევს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, 26 -27 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს
წყარო:hotnews.com.ge

Share.