“ძალიან ძლიერმა ქარმა ახლახანს დიდი ხე წააქცია და ხალხი მოიყოლა,სამწუხაროდ..”

0

ვანის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ხე მანქანას დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ. სამწუხაროდ დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ვანის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს:

“მოსახლეობის საყურადღებოდ!
❗️ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში , აუცილებლად მიმართეთ:
❗️ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს.
❗️დარეკეთ ვანის მერიის ცხელ ხაზზე – 0432 22 10 34 ან აღნიშნულ ნომერზე – 591300280.
❗️ან დაუკავშირდით, ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულებში.”-ვანის მერია

Share.