”რძალი ჩემ ძმას წელიწად ნახევარზე მეტი ღალატობდა, ბოლოს კი ისეთი რამ უთხრა, რომ ჩემი ძმა 6 დღეში მოკვდა… – იცით მე რა გავაკეთე!? – ის, რაც არ გააკეთა ღმერთმა!

0

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

**”რძალი ჩემ ძმას წელიწად ნახევარზე მეტი ღალატობდა, ბოლოს კი ისეთი რამ უთხრა, რომ ჩემი ძმა 6 დღეში მოკვდა… – მე რა გავაკეთე!? – ის, რაც არ გააკეთა ღმერთმა!

,, ჩემი ძმა ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. ყველას განსაკუთრებულად უყვარდა. მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი იყო. ჩემზე კი ამბობდნენ, “ეს ვის დაემსგავსა ასეთიო”. მწყინდა და ბოღმაც მკლავდა.
ყველაფერში წარმატებული იყო, რა არ უნდა ყოფილიყო მას რომ არ გამოსვლოდა. ყველას რამდენიმე წუთში აყვარებდა თავს. მე კი ყოველთვის მისი ჩრდილი ვიყავი. მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს და ჩემს ძმაკაცებსაც კი ჩემზე მეტად უყვარდათ. ის იყო საოცრება ყველასათვის, მაგრამ უბედურება ჩემთვის. მე ყოველთვის ჩემი ლამაზი და ჭკვიანი ძმის აჩრდილი ვიყავი.

რომ ვთქვა, თავში ჰქონდა რამე ავარდლითქო ნამდვილად არ ყოფილა ასე. ძალიან კეთილი და მიამიტი იყო. ბევრჯერ მისარგებლია ამით და მასზე მიყრია დაგროვილი ჯავრი და ბოღმა. შემდეგ მოვიდოდა ხოლმე, მაღალი იყო და ძლიერი,, ხელში ამიყვანდა და გულში ისე მიკრავდა მისი გულის ბაგა-ბუგი მესმოდა და ვხვდებოდი რომ ძალიან ვუყვარდი და მისი ბრალი არ ყოფილა მე რომ ვიჩაგრებოდი. მაგრამ პატარა ლაწირაკი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ამდენს, უცბად მავიწყდებოდა ყველაფერი გაბრაზებულზე. 25 წლის იყო ცოლი რომ მოიყვანა. ზუსტად თავისნაირი იყო ის გოგოც. ლამაზი, მომხიბვლელი და მომაჯადოვებელი ყველასათვის. მოკლედ ერთი შეხედვით ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. ადრე თუ ათმაგად იყო ყურადღების ცენტში, მერე საერთოდ გაასმაგდა. ბევრჯერ ქუჩაშიც კი გაუჩერებიათ, ორივე და დაუწყიათ ყურება. ლამაზები იყვნენ, არა ამქვეყნიურად ლამაზები.

2 წელიწადში ბავშვიც გაუჩნდათ. ვერ ვიტყვი იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ თქო, მაგრამ არც სულ დაჭმა-დახოცვა გაუდიოდათ. შვილი რომ გაუჩნდა, მაშინ უკვე 20 წლის ვიყავი და ჩემზე ისე დაიწყო ზრუნვა თითქოს, მეც თოთო ბავშვი ვიყავი. სულ მაძლევდა ფულს, მისი ძმაკაცებიც სულ ჩემს მოკითხვაში და პატივისცემაში იყვნენ. ჩემი მშობლებიც გამოსწორდნენ და ყურადღება ჩემსკენაც მოაბრუნეს. სულ სარკეში ვიყურებოდი განა რა მოხდა ჩემს გარშემო ასეთი თქო.
ჩემს თავში ახალი იმედი აღმოვაჩინე. მეც გავხდი მნიშვნელოვანი ოჯახის წევრი. მეც მიხაროდა ყველაფერი და სრულფასოვნების განცდაც ნელ-ნელა დამეუფლა 20 წლის შემდეგ. როცა ჩემი ძმის მიმართ, ყოველგვარი ბოღმა და შური შემომეცალა ზუსტად მაშინ მომიკლეს.

ბოლო პერიოდში რძალს და ჩემს ძმას სულ დაპირისპირება და ჩხუბი ჰქონდათ. რამდენჯერმე ეს გოგო თავისებთან წავიდა მაგრამ ხან ჩვენი და ხან იმათი ძალისხმევით დავაბრუნეთ. – ერთ დღეს კი, ბარგის ჩალაგება დაიწყო. ჩემი ძმა უყვიროდა: ” სადაც გინდა წადი, მაგრამ ჩემი შვილი აქ დარჩებაო”. მან ყურიც არ ათხოვა და ბარგის ჩალაგება განაგრძო. ვერაფრის ძალით დავაკავეთ, ბავშვიც თან წაიყვანა. როცა მოსაღამოვდა, ჩემს ძმასთან და მშობლებთან ერთად მის დედ-მამის სახლში წავედით. მაგრამ იქ არ დაგვხვდა. არც იმათ იცოდნენ სად იყო. რამდენიმე დღეში კი გავიგეთ, რომ თავის საყვარელთან გადასულა. ჩემმა ძმამ რომ გაიგო, არავის მოუცადა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. რომ მისულა და კარგი გაუღიათ, საწყალი მუხლებზე დავარდნილა და ტირილით უთქვამს, ბავშვი, ჩემი შვილი მაინც გამატანეთო. ამ ნაბო@@რმა ქალმა კი მიაძახა:,, ეს შენი კი არა, აი ამ კაცის შვილიაო” მის გვერდით მდგარ არაკაცზე უნიშნებია და კარები ცხვირწინ მოუკეტეს. ჩემს ძმას გული წასვლია და იქვე დავარდნილა. ბრახუნის ხმაზე, კარს მიყურადებულ მეზობლებს დაუნახავთ და სასწრაფოსთვის გამოუძახიათ. სასწრაფო რომ მისულა უკვე გვიანი იყო. თავში სისხლმა გაჟონა და მთლიანი ტვინის პარალიზება გამოიწვია.
6 დღე იწვალა ჩემმა ლამაზმა ძმამ აპარატზე! 6 დღის შემდეგ კი, მისი კეთილშობილი სული ამ ქვეყნიდან გაფრინდა. წავიდა ჩემი ერთადერთი სისხლი და ხორცი. ჩემი მომავლის იმედი, ადამიანობის და წესიერების ეტალონი ძმა. კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში თავისი ნებით ცუდი არავისთვის გაუკეთებია და დარწმუნებული ვარ გულშიც არ გაივლებდა. ღმერთმა კი თავისი ალალი ცხოვრება ასეთი განსაცდელით დაუფასა!

თურმე წელიწად ნახევრის მანძილზე ჩემს ძმას თავზე რქებს ადგამდნენ და დაცინოდნენ. მისი პირველი შეყვარებული ყოფილა, რომელმაც გათხოვების მიუხედავად თავი არ დაანება და საწადელს მიაღწია, ხოლო მეორე გარეწარიც აჰყვა და წელიწადნახევრიანი რომანის ნაყოფი ჩემი სანუკვარი ძმის შვილად გაასაღეს.

24 წელი გავატარე ციხის გისოსებს მიღმა. ამდენი წლის მანძილზე, არც ერთ თვეს, კვირას, დღეს, საათს ან წამს – არ მინანია, ის რაც გავაკეთე. არც ერთხელ დამქენჯნა სინდისმა. ჩემი ძმა არ გამომიგლოვია, ერთი წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია ისე ვიყავი გაბოროტებული. ზუსტად 6 დღის განმავლობაში ვაწამებდი ორივეს წყლით სავსე ორმოში. ერთმანეთის ტანჯვის ცქერაში ამოვხადე სული და ბოლოს ცოცხლად დავმარხე! ჩემივე ფეხით წავედი პოლიციაში და ჩავბარდი. იმდენად მძიმე მასალები იყო ჩემს წინააღმდეგ რომ დახვრეტას მისჯიდნენ. ადვოკატზე უარი ვთქვი. ყველაფერი ვაღიარე და როცა დასკვნით ეტაპზე მკითხეს დანაშაულის ჩადენის მიზეზი, რომ მე ის გავაკეთე, რაც არ გააკეთა ღმერთმა, აი მაშინ წამსკდა თვალზე ცრემლი. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი ვიყავი. შეიძლება ბევრისთვის იმ მომენტში შუბლში ტყვიის ღირსი ვიყავი, მაგრამ მოსამართლემ მიზეზის გაგების შემდეგ დამინდო და 24 წელი მომისაჯა..”

Share.