“წიკლაური კოვიდს არ მოუკლავს და შემიძლია რომ ეს დაგიმტკიცო” – ნახეთ ეკა ვალიაშვილის სკანდალური განცხადება თემურ წიკლაურზე

0

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა გუშინ ღამის პრაიმტაიმში სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ თემურ წიკლაური კორონო ვირუსით არ გარდაცლილა და ამის დამტკიცება შეუძლია.
“ბუა ზღაპრების არ მჯერა, მე მღვიძავს.. რა იყო ანტივაქსერი ცოდვაა თუ ისჯება?”, – თქვა კვალიაშვილმა.

წამყვანმა ოფიციალური სტატისტიკა მოიყვანა მაგალითად: “14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ქვეყანაში, მათ შორის მომღერალი თემურ წიკლაური”, რაზეც კვალიაშვილმა უპასუხა, რომ მას ამ სტატისტიკის არ სჯერა.
“თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა, ამას თუ გინდა დაგიმტკიცებ ცალკე”, – განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.
შეგახსენებთ, მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით პირველ თებერვალს გარდაიცვალა. წიკლაური კოვიდ 19-ის გართულებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

Share.