„წიხლი ჰკრეს დედაოს სავარძელს და გადაუყირავეს, დაიზიანა ხერხემალი“ – ამას არავინ მოელოდა

0

„წიხლი ჰკრეს დედაოს ეტლს და გადაუყირავეს, დაიზიანა ხერხემალი“ – ამას ჩვენთთან საუბარში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ყვება. საუბარია ლესელიძეზე მდებარე ჯვრის მონასტერში მოღვაწე დედა თამარზე, რომელიც რამიშვილის ინფორმაციით, მეუფე იაკობმა (იაკობაშვილი) და საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქის, ილია II -ის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა მოწამლეს და დააინვალიდეს.
ადვოკატი ჩვენთან დეტალურად ყვება დედაოს დაინვალიდების ამბავს, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან არის დაკავშირებული. მისი ინფორმაციით, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს დედაო თავად გააჟღერებს.
“ეტლს რომლითაც დედაო გადაადგილდება, წიხლი კრეს და გადააყირავეს. ამ დროს დაიზიანა ხერხემალი და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ლიფტი რომლითაც დედაო სარგებლობს და პირველიდან მეორე სართულზე გადაადგილდება, რამდენჯერმე ჩაუწყვიტეს, მაშინაც როცა მგზავრობდა. მეც როცა მოვინახულე, ეს ლიფტი განგებ დაზიანებული დამხვდა. ყველა გარემოებას უქმნიან ადამიანს რომ გაანადგურონ” – ყვება მიხეილ რამიშვილი “ეSპერსონა”-სთან

ადვოკატი ამ ამბავს გიორგი მამალაძის საქმესთან არ აკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ დედაო ბევრ ინფორმაციას ფლობს და სწორეს ეს არის მისი დევნის მიზეზი. რამიშვილის თვლის, რომ ეს ფაქტები საპატრიარქოში არაადამიანურობაზე წამსვლელი სასულიერო პირების არსებობის დადასტურებაა.

წყარო: ambavi.cc

Share.