სვანეთში ორი დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. დაკარგულებთან კომუნიკაცია ბოლოს 22 ივლის შედგა, ისინი ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უღელტეხილზე ორ მამაკაცს ორშაბათს შეხვდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლენტეხის მიმართულებით მიდიოდნენ.
“შემხვდნენ ჭიშკართან. ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი და მიპასუხეს ქვემო სვანეთში უნდა ჩავიდეთო. ორშაბათს მიდიოდნენ, მეხუთე თუ მეექვსე დღეა უკვე. არაფერი უთხოვიათ, მიდიოდნენ, გზაში შემხვდნენ.”, – განაცხადა თვითმხილველმა.