“ხათუნა ვერ გადარჩებოდა რომ არა ეს, ყველა შოკში იყო ისეთი რამ მოხდა..” – ნახეთ ნინი ქარსელაძის მოულოდნელი განცხადება

0

რამდენიმე ხნის წინ ნინი ქარსელაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ დედის, ხათუნა ჟორდანიას სიმსივნისგან გამოჯანმრთელების შესახებ საუბრობს:
„რომ არა ღმერთი, ხათუნა ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდა. ღმერთმა ინება, რომ ხათუნა გადარჩენილიყო და ასეც მოხდა. მე ღმერთმა მომცა ძალა იმისთვის, რომ ყველაფერს გავმკლავებოდი.
ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო. მე იმდენად არაადეკვატური ვიყავი,

რომ ჩემს მეგობრებს არ სჯეროდათ. ვიცინოდი, ვერთობოდი, კარგ ხასიათზე ვიყავი და ცოტა უცნაურად მიყურებდნენ. საქმე ისაა, რომ მე ტვინში დავბლოკე ეს ინფორმაცია და ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი დავისახე – ხათუნა უნდა გადამერჩინა. ამ მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა უფლის წყალობის გარეშე არაფერი გამომივიდოდა… მთელი გულით ვეხვეწებოდი და ვიცოდი, რომ არ გამწირავდა. ხათუნას რაღაც პერიოდში ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა: არ წამოვალ, წამალს არ დავლევ და ასე შემდეგ, სულ მეწინააღმდეგებოდა. ასეთ მომენტებში მეუბნებოდნენ ხოლმე, თავი დაანებე, შენ რომ ასე გჯერა და გწამს, ღმერთი არ გაგწირავსო…“
წყარო:ambavi.club

Share.