ოჯახი ისრაელში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებს.
იგი ისრაელში, ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა.
ბიჭის მშობლებმა, რეიჩელ გოლდბერგმა და ჯონ პოლინმა CNN-თან ინტერვიუში თქვეს, რომ ვაჟისგან ბოლოს შეტყობინება WhatsApp-ზე მიიღეს. ჰერშმა დედას ორი მესიჯი გაუგზავნა: “მიყვარხარ” და “ბოდიში”.
გოლდბერგი დაუყოვნებლივ შეეცადა შვილს დაჰკავშირებოდა, თუმცა ზარს არავინ უპასუხა. შემდეგ მანაც გაუგზავნა შვილს შეტყობინებები: “კარგად ხარ?”, “გამაგებინე, რომ კარგად ხარ”, “ტელეფონს ჩართულს ვტოვებ, მითხარი, რომ კარგად ხარ”. შეტყობინებები უპასუხოდ დარჩა.
მშობლების თქმით, პოლიციამ ადგილობრივი დროით დილის 12:45-ზე შეატყობინა, რომ მათი შვილის ტელეფონის სიგნალი ღაზის საზღვარზე დაფიქსირდა.
მას შემდეგ გოლდბერგის მშობლები ვაჟის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ბუნკერში ჰერშთან ერთად იმყოფებოდა, მათ უთხრა, რომ 23 წლის ამერიკელმა თავშესაფარში ,,ჰამასის” მიერ შეგდებული ხელყუმბარა გადააგდო, რა დროსაც, აფეთქებამ იდაყვს ქვემოთ ხელი მოწყვიტა.