“ხალხნო,შვილი მომიკლა,ტროტუარზე მიმისრირსა,გარეწარმა და..” – ნახეთ რას წერს ქუთაისში ავტოშეჯიბრში ერთ-ერთი დაღუპული ქალის დედა?

0

„შვილი მომიკლა, ხალხნო, ესეც ფინალი, ტროტუარზე მიმისრისა, გარეწარმა” – წერს სოციალურ ქსელში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მაკა ქურდაძის დედა ნინო კორინთელი.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს,

ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.
ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი იყვნენ. და­ღუ­პუ­ლია 65 წლის შურა ხურ­ცი­ძე და 44 წლის მაკა ქურ­და­ძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციამ საქმეზე კი მამაკაცი დააკავა.

Share.