“ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეთ მხეცებო, მკვლელებო, ჯალათებო!” – ნახეთ ნუგზარ ფუტკარაძის დის მიმართვა ირაკლი კობახიძეს

0

ირაკლი კობახიძე ბათუმშია ჩაული, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე და შეხვედრას სასტუმრო “ჰილტონში მარავს “. “ქართული ოცნების” ლიდერებს ოპოზიცია პროტესტით დახვდა.
ოპოზიციონერებმა და მოქალაქეებმა შესვლა მოახერხეს. პოლიციამ ადგილზე 2 დეპუტატი, ლაშა კილაბერია და ბაჩი მექვაბიშვილი დააკავა და სასტუმროდან გაიყვანა.
დეპუტატებს კითხვები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ადგილზე გარდაცვლილი დეპუტატის და ნაზი ფუტკარაძეც იმყოფებოდა, ის მმართველი გუნდის თავმჯდომარისგან ითხოვდა, კონკრეტულ პასუხებს, რატომ არ იძიებს საქმეს ხელისუფლება.

“პასუხი მინდა გამცენ, რატომ მოკლეს ნუგზარი და რატომ არ იძიებენ. ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეს. მხეცებო, მკვლელებო, ჯალათებო! ხალხს არ უნდიხართ, მოშორდით აქაურობას”, – მიმართა მმართველ გუნდს ნაზი ფუტკარაძემ.

პოლიციამ ძალით სცადა მისი გაყვანა ადგილიდან, რა დროსაც ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა.

Share.