“ჯგუფურად სცემეს არ დაინდეს,10-15 კაცი თავში ურტყავდა..” – ნახეთ ცემით მოკლულია 19 წლის ბიჭი, რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

0

ვარ­კე­თილ­ში, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 19 წლის ახალ­გაზ­რდა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შაკო ისა­ე­ვის გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში თა­ვის უმ­ძი­მე­სი ტრავ­მით შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდამ ვარ­კე­თილ­ში, ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის დროს მი­ი­ღო.
ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. გა­მო­ძი­ე­ბა 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.
რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი “ტვ პირ­ველს”უყ­ვე­ბი­ან, ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვა­ში 3-ზე მეტი პირი იყო ჩარ­თუ­ლი. ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის

“ორი­ვე ძმა ნა­ცე­მია, უფ­როსს ძმას გა­უ­მარ­თლა უბ­რა­ლოდ, უბ­რა­ლოდ შა­კუ­ნა არ და­ინ­დეს, ჯგუ­ფუ­რად სცე­მეს. 10-15 კაცი სცემ­და მგო­ნი. ტან­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბავ­შვს არ ჰქონ­და, თავ­ზე ჰქონ­და, ანუ თავ­ში ურტყეს”, – ამ­ბობს ოჯა­ხის წევ­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლის­ში ჯგუ­ფუ­რად, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბულ 3 პირს ბრალ­დე­ბას და­უმ­ძი­მებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი 15 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ლ“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ და პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით – პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბულს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
წყარო: hotnews. com. ge

Share.