“ჯოჯოხეთი დედამიწაზე”: მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ განსაცდელს ,უფალო აარიდე ყველა ოჯახს ეს სიმწარე

0

ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯო­ჭო­ში სტი­ქი­ამ 5 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. მეწყერმა სახ­ლი და ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­ყო­ლა. სახლში, რომელიც მეწყერმა მოიყოლა 1 ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა.
ოდნავ მოგვიანებით მაშველებმა ჯერ მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს, შემდეგ კი მი­წის­ქვეშ მო­ყო­ლილ სახ­ლში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ქა­ლის და მა­მა­კა­ცის.
დღეს კი მურ­მან თე­დო­რა­ძეს ცხედარი იპოვეს. მისი მშობ­ლე­ბის ცხე­და­რი მაშ­ველ­ებმა გუ­შინ, ხოლო მო­ზარ­დის ცხე­და­რი დღეს იპო­ვეს.
როგორც ამბობენ მურმან თედორაძე სკოლაში სწავლის პარალელურად, ძალოვანთა ნაკრებში ირიცხებოდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო. მას უამრავი მედალი და სიგელი აქვს მოპოვებული.

ძალოვანთა ნაკრების ფედერაციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოც ქსელში განცხადება გაავრცელა: ”საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის, 15 წლის მურმან თედორაძისა და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ირკვევა დაღუპულები ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილია.
გავრცელებული ინფორმაციით თე­დო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ გო­გო­ნა გა­დარ­ჩა, რად­გან სტუმ­რად იყო წა­სუ­ლი ხუ­ლო­ში…
წყარო:ambavi.cc

Share.