ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. შემთხვევის შედეგად ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი და კიდევ ერთი პირი დაშავდნენ.
დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წყარო:geoambebi.com