“1 თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს..” – ნახეთ როგორია პატარა დათის მდგომარეობა?

0

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი 1-თვი­ა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ძი­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის დე­დამ, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვი კვლავ სტა­ბი­ლუ­რად კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.
8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი მკურ­ნა­ლო­ბას ამ დრო­ის­თვის ის­რა­ელ­ში, კლი­ნი­კა SHEBA HOSPITAL-ში აგ­რძე­ლებს. მას ის­რა­ელ­ში ყოფ­ნი­სას გუ­შინ, მე-6 ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

„დათი ჯერ ისევ სტა­ბი­ლუ­რად კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 1-თვი­ა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ძი­ლი­დან მე-5 დღეა რაც გა­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­სა­ლა­ხია. ვცდი­ლობთ, წამ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც გა­ვუმკლავ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მედ გა­დაგ­ვაქვს,“ – აცხა­დებს ბავ­შვის დედა.
წყარო:statiebi.club

Share.