“10 ჭრილობა ქონდა საბრალოს მიყენებული, ცივი იარაღით..” – ნახეთ ვინ იყო და რის გამო მოკლეს 15 წლის ბიჭი ასე სასტიკად

0

სანზონაში 15 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც „რუსთავი 2-ს” ადგილობრივები უყვებიან, დაპირისპირება მოზარდებს შორის, ერთ-ერთი ვერსიით, გოგოს გამო დაიწყო.ისინი ამბობენ, რომ ხმამაღალი ყვირილის ხმა არ გაუგონიათ.„ძალიან მკვეთრი ყვირილი არ იყო, რომ გავიხედე, ერთი დავარდა, ბევრი ბიჭი დარბოდა… ალბათ, 15 წელს არ სცდებოდნენ. ჩხუბი აქ არ მომხდარა. ძირს რომ ბავშვი დავარდა, დაესივნენ და უკვე სასწრაფოს დაუძახეს, რამდენიმე გამოვარდა და ეზოში დარბოდა… პატარა ბიჭები, ყველა უცხოები. იქ ყვიროდნენ, რომ უკვე ბავშვი აღარ სუნთქავსო”,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.გარდაცვლილი 15 წლის ბიჭი დავით კრავეიშვილია.

ის თბილისში, სანზონაში წუხელ მოკლეს. არასრულწლოვანს 10 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.„ყვირილი რომ გავიგე, ვიკითხე, რა ხდება შვილო-მეთქი და ბიჭი დაჭრესო. უკვე დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებაო, თქვეს. კერძო მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, სასწრაფო გვიან მოვიდა.გორელიაო ის ბიჭი, ასე თქვეს,”- ჰყვება „კურიერთან” კიდევ ერთი ადგილობრივი.პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელობაში მონაწილე ორი პირი – ორივე არასრულწლოვანია.
წყარო:statiebi.club

Share.