საყოფაცხოვრებო სუბსიდია სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია.კონკრეტულად რას მოიცავს ფულადი დახმარების პროგრამა და ვისთვისაა განკუთვნილი, ამას “პრაიმტაიმის” სტატიიდან გაიგებთ.
რა არის საყოფაცხოვრებო სუბსიდია?
საყოფაცხოვრებო სუბსიდია სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო – კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი.
ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?
საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად.
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით:
მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 100 ლარის ოდენობით