13 წლის ბიჭი მეგობარმა გოგონამ პარკში შეიტყუა და 2 არასრულწლოვანს მოაკვლევინა – სასტიკი მკვლელობის დეტალები

0

სასტიკიმკვლელობა დიდ ბრიტანეთში – 13 წლის მოზარდი 14 წლის მეგობარმა გოგომ პარკში შეიტყუა, სადაც ასევე 14 წლის არასრულწლოვნებმა მას სასიკვდილო ჭრილობებიმიაყენეს და ადგილზე მომაკვდავი მიატოვეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 14 წლის გოგომ 13 წლის მეგობრის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ერთ–ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მკვლელობის მომენტში 13 წლის იყო, ოლივერ სტეფენსს ზურგიდან მიეპარა და მას დანა ჩაარტყა, მეორე თავდამსხმელმა კი მსხვერპლს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.

loading...

ამ ყველაფერს მკვლელობის დამგეგმავი არასრულწლოვანი გოგო უყურებდა.
დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წაყენებული. არასრულწლოვნები ჩადენილ მძიმე დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებენ.

loading...
Share.