“17 წელი ელოდებოდა ნანატრ შვილს და…” – ნახეთ გელა დაიაურმა ზურაბ ზვიადაურზე მოულოდნელი რამ გაამხილა

0

მუ­სი­კო­სი გელა და­ი­ა­უ­რი წი­ნან­დალ­ში მომ­ხდარ სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ში” ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის შე­სა­ხებ წერს:
“კაცს, რო­მელ­საც ძმა და მე­გო­ბა­რი მო­უკ­ლეს და მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით მკვლელს ეს­რო­ლა, მერე მკვლე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას, კაცს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა ასა­ხე­ლა ოლიმ­პი­ა­დის მო­გე­ბით, კაცს, რო­მე­ლიც 17 წლის მერე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბა, თუ ცი­ხის­თვის გა­ი­მე­ტებთ, შე­გირ­ცხვათ სინ­დი­სიც, სა­მარ­თა­ლიც და ქვე­ყა­ნაც.
P.S. და თქვენ კლა­ვი­ა­ტუ­რის მო­ჩხა­კუ­ნე­ნო, ვინც აუგს ამ­ბობთ ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­ზე, უკვე ხართ უნა­მუ­სო­ე­ბიც, უსა­მარ­თლო­ე­ბიც და უღ­მერ­თო­ე­ბიც!!!”]

შეგახსენებთ რომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარზე წარუდგენენ.
ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია. ოლიმპიური ჩემპიონი არ უარყოფს, რომ ჩხუბისა და მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეობდა, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს.
ადვოკატის თქმით, ზვიადაური 27 წლის ბიჭის მკვლელობას აუცილებელი მოგერიებით ხსნის.
ზვიადაური ამტკიცებს, რომ ნიკა კენჭოშვილი განუწყვეტლივ ისროდა და ის იძულებული გახდა, იარაღი აეღო და გაესროლა.
როგორც ზვიდაური ამბობს, მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ესროლეს მის ძმას, ზვიად ზვიადაურს.

Share.