“19 დღე არის დარჩენილი..” – ნახეთ ვის შეუძლია სარგებლობა და როგორ უნდა მიიღოთ ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება

0

60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს. ვინც ამ ასაკობრივი კატეგორიიდან პირველ კოვიდსაწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, შეძლებენ აღნიშნული თანხის მიღებას – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, თანხის მიღების მექანიზმი ასეთია – საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს აცრილების ბაზას ყოველი თვის პირველ და 15 რიცხვში მიაწვდის. სააგენტო კი, აღნიშნული რიცხვიდან ხუთი დღის განმავლობაში განახორციელებს 200 ლარის დარიცხვას. თანხა მოქალაქეებს მათ საპენსიო ანგარიშზე დაერიცხებათ.

გოგოძის ცნობით, რადგანაც საქართველოში მამაკაცის საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და არ არიან პენსიის მიმღებნი; ამავდროულად არც საბანკო ანგარიში აქვთ, სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის.

ეს იქნება სოციალური ანგარიში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არც ანგარიშის გახსნის, არც თანხის განაღდების და არც სხვა არანაირ სერვისში საკომისიოს გადახდა არ დაეკისრებათ. მაგალითად, თუ ადამიანი 9 ნოემბერს აიცრა, მის მონაცემებს სააგენტო 15 ნოემბერს მიიღებს. 15 ნოემბრიდან ხუთ სამუშაო დღეში კი, მოქალაქეს უკვე თანხის გატანა შეეძლება (მათ კი, ვისაც საპენსიო ანგარიში უკვე აქვს, თანხა ამ ანგარიშზე დაერიცხება).

ლევან გოგოძე აზუსტებს იმასაც, თუ ადამიანი დეკემბრის ბოლო რიცხვებში აიცრება, დანამატს 2022 წლის პირველ დღეებში, გაწერილ ვადებში მიიღებს. დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვისაც დღემდე არც ერთი დოზა ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული და პირველ აცრას ახლა იტარებენ.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს 60 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე მიიღებს, რომელიც ვაქცინაციას 1-ლ იანვრამდე პერიოდში ჩაიტარებს.

დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოქალაქეები, რომლებიც ერთ აცრას გაიკეთებენ, განსაზღვრულ ვადაში მეორე ვაქცინაციასაც ჩაიტარებენ.
წყარო: dainteresdi.club

Share.