“2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენ, მერე 2 ახალ­გაზ­რდა კა­ცი შე­მო­ვი­და სო­ფელ­ში” – ნახეთ უცნობი დეტალები ბაჩალიაშვილის ირგვლივ

0

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. რა ხდე­ბო­და და ვინ მოძ­რა­ობ­და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოლ­თეთ­ში 18-19 ივ­ლისს, ამა­ზე გოლ­თე­თის მკვიდ­რი “ამბებს” უყ­ვე­ბა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:
“18 ივ­ლისს, შა­ბათს სო­ფელ­ში ორი უცხო მან­ქა­ნა იყო შე­მო­სუ­ლი. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 საათის­კენ უნა­ხავთ. მერე გა­მოჩ­ნდა მე­ო­რე მან­ქა­ნა. ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის გზა­ზე გა­მო­სულ­მა და­ი­ნა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ. ეს კაცი ვერ იხ­სე­ნებს, მათ სა­ხეს, ვერ აღიდ­გი­ნა, თა­მუ­ნა იყო თუ არა მათ შო­რის, მაგ­რამ ამ­ბობს იმას, რომ ასა­კით საკ­მა­ოდ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ნელა მოძ­რა­ობ­დნენ და მან­ქა­ნა­ში ხმა­მაღ­ლა კა­მა­თობ­დნე­ნო. იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, სამ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ (ხმე­ბის მი­ხედ­ვით), ამ­ბობს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს უკან კი­დევ იჯდა მე­სა­მეო…

loading...

ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 19-ში, ანუ კვი­რას შე­მო­ვი­და სო­ფელ­ში. ისი­ნი წი­თე­ლი მან­ქა­ნით იყ­ვნენ. პი­რა­დად მე არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სხვე­ბის მო­ნა­ყო­ლით ვიცი, რომ უთ­ქვამთ, თა­მუ­ნას ვე­ძებთ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვართ, დაგ­ვეხ­მა­რე­თო, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუ – გო­გო­ნა­სი. მათ შემ­დეგ ამო­სუ­ლან თა­მუ­ნას მშობ­ლე­ბი და ძმა. კი­დევ იყო ორი კაცი ამო­სუ­ლი და ერთ-ერთს უთ­ქვამს, კახა ვარო და სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც და­უ­ტო­ვია, და­უ­ბა­რე­ბია – თუ რამე გა­ი­გოთ, გაგ­ვა­გე­ბი­ნე­თო. პო­ლი­ცია მარ­თლაც ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭულ­ში ეძებ­და გო­გო­ნას მან­ქა­ნე­ბით, ფე­ხით, დრო­ნე­ბით…

სოფ­ლი­დან სულ სამი გზა გა­დის – ერთი სა­მან­ქა­ნო გზა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, გა­უქ­მე­ბუ­ლი და შან­სი არაა იქი­დან გა­და­სუ­ლი­ყო, ხრამ­ში გა­და­ვარ­დე­ბო­და. მე­ო­რე გზა ფარ­ცხისს უკავ­შირ­დე­ბა და იქ არის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­ზეც მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გა­მო­დის, გო­გო­ნა რო­მე­ლი გზი­თაც შე­მო­ვი­და, იმა­ვე გზით გა­ვი­და სოფ­ლი­დან და კა­მე­რამ იმი­ტომ არ და­ა­ფიქ­სი­რა და მერე სხვა­გან გა­და­უხ­ვია. იმ ად­გი­ლას, სა­დაც მან­ქა­ნა იპო­ვეს, თხილ­ნა­რია. ას­ფალ­ტი­დან გა­და­დი­ხარ მინ­დორ­ში. ნაწ­ვი­მა­რი იყო და პა­ტა­რა მან­ქა­ნით რამ­დე­ნად შეძ­ლებ გზი­დან იქ გა­დახ­ვე­ვას, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­დახ­ვი­დე…” – განაცხადა სოფლის მცხოვრებმა.
წყარო: ambebi.ge

loading...
Share.