“2 დღის ჩვილი გაფრინდა ცაში..” – ნახეთ უკრაინაში მცხოვრებ ქართველს 2 დღის ჩვილი დაეღუპა, მეუღლე კი…

0

”უკრაინაში მცხოვრებ ქართველს 2 დღის ჩვილი დაეღუპა, მისი მეუღლე კი ახლა სიკვდილს ებრძვის” – ამის შესახებ ინფორმაციას თორნიკე სირბილაძე ფეისბუქზე აქვეყნებს.
„მინდა მოგიყვევთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის 2 დღის ომს შეწირულ გიორგი სურმანიძეზე რომელიც ჭურვების ქვეშ დაიბადა და 2 დღეში ისევ ცაში გაფრინდაარჩილი და ოლია მესამე ბიჭს ელოდებოდნენ, 33 კვირის იყო ოლია როცა

ომი დაიწყო უკრაინაში, კიევში ცხოვრობდნენ , კიევის დაბომბვის გამო ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად ის სამშობიაროში გადაიყვანეს და ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან იყვნენ

1 მარტს სამშობიარო დაიბომბა რის გამოც მშობიარეების ჩაყვანა მოუწიათ ბუნკერში, სრულიად ორსულებისთვის შეუთავსებელ გარემოში სადაც დაიბადა გიორგი დედას მაღალი წნევა ჰქონდა რის გამოც ბავშვს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და მხოლოდ 2 დღე იცოცხლა

ოლიას ტრომბი განუვითარდა, ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე,

ამ წუთას იმყოფებიან ლვოვში და ოლიას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა ვარშავაში ან ახლოს მიმდებარე კლინიკაში პოლონეთში რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ეს ორი პატარაც არ დაობლდეს

არჩილი მისი მეუღლე უმძიმეს მდგომარეობაშია, არ იცის შვილები დაამშვიდოს, საკუთარი თავი თუ ოლიას სიცოცხლე გადაარჩინოს.

სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა.

ჩვენ ათობით და ასობით უკრაინის მოქალაქეს დავეხმარეთ ახლა კიდე ქართველს, ჩვენს ორ გზის დევნილ ადამიანს და მის ოჯახს ვჭირდებით“, – წერს თორნიკე სირბილაძე.

Share.