“22 წლის გოგოს საზარელ მკვლელობაში დამნაშავეთა რიცხვი იზრდება?შესაძლოა ბრალდებული ბიჭის დეიდა და ბებიაც დააკავონ..”

0

22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზრდოს. ტვ პირველის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე გამოკითხა იმ სახლის მეპატრონეები, სადაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ 21 წლის ოთო ცინდელიანმა თავი შეაფარა და მტკიცებულებები გაანადგურა. ახლა საინტერესოა, მისცემს თუ არა ბრალდებული ცინდელიანი ჩვენებას დეიდისა და ბებიის წინააღმდეგ, რომლებიც საბედისწერო ღამეს მას სახლში დახვდნენ და სავარაუდოდ გაქცევაშიც დაეხმარნენ.

უკვე დადასტურებულია, რომ 21 წლის ბიჭი მკვლელობის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს ჩვენება მან პოლიციას თავდაპირველად მოწმის სტატუსით მისცა. ამის შემდეგ ბრალდებულს დუმილი აღარ დაურღვევია. პირველ სასამართლო სხდომაზე კი შოკისმომგვრელი დეტალები გახდა ცნობილი. ცინდელიანმა გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და როცა ნახა, რომ ქეთი ჯავახიშვილი მაინც ცოცხალი იყო, დამარხა და თავზე ნარჩენები დააყარა.
წყარო: geonewest.com

Share.