”3 თვის ორსული ვიყავი ბავშვი რომ დავკარგე, მეგონა რომ აღარ დავვორსულდებოდი, თუმცა…” – ნინო ჩხეიძეს უმძიმესი ამბავი და სასიამოვნო დასასრული

0

ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ჩხეიძე ცოტახნის წინ ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობდა. ნინომ გადაცემაში მისი ცხოვრებს მძიმე დროზე ისაუბრა.
“ჩემს ქორ­წილ­ში ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სამ თვე­ზე მე­ტის და ეს ბავ­შვი დავ­კარ­გე. მა­შინ მე­დი­ცი­ნაც არ იყო ამ დო­ნე­ზე, ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ნა­ყო­ფი. ძა­ლი­ან მხარ­ში და­მიდ­გა გი­ორ­გი. იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი თემა იყო ეს ჩემ­თვის, რომ დე­და­ჩემ­თა­ნაც არ მი­ლა­პა­რა­კია ამა­ზე.
არ ვიმ­ჩნევ­დი, ვამ­ბობ­დი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა კი­დევ გავ­ხდე­ბი დედა, მაგ­რამ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მეს­მო­და, მო­გე­შა­ლა მუ­ცე­ლი? – არ მინ­და გი­თხრა, მაგ­რამ ჩემს ახ­ლო­ბელს მო­ე­შა­ლა და აღარ გა­უჩ­ნდა ბავ­შვი.

და­მე­წყო პა­ნი­კა, რომ აღარ და­ვორ­სულ­დე-მეთ­ქი, თან ისე­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არ შე­იძ­ლე­ბო­და ორ­სუ­ლო­ბა. არ ვიმ­ჩნევ­დით, მაგ­რამ და­ძა­ბუ­ლი იყო მთე­ლი ოჯა­ხი, ისევ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამო… ამ ამ­ბი­დან შვი­დი-რვა თვის შემ­დეგ მე და გი­ორ­გი თურ­ქეთ­ში წა­ვე­დით და­სას­ვე­ნებ­ლად და მოვ­ხვდით წმინ­და მა­რი­ა­მის საფ­ლავ­ზე.

ამ­ბობ­დნენ, რომ იქ მი­დი­ოდ­ნენ უშ­ვი­ლო­ე­ბი, ავად­მყო­ფე­ბი და იქი­დან წა­მო­სუ­ლებს ყვე­ლას უხ­დე­ბო­დათ სურ­ვი­ლი. ძა­ლი­ან ვთხო­ვე, ღმერ­თო გეხ­ვე­წე­ბი ამის­რუ­ლე ეს სურ­ვი­ლი და თუ შვი­ლი გა­მიჩ­ნდე­ბა, მა­რი­ამს და­ვარ­ქმევ-მეთ­ქი. ჩა­მოს­ვლი­დან ზუს­ტად ათ დღე­ში ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად გჯე­რო­დეთ, მთა­ვა­რია რწმე­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი გოგო ვიცი, ვერ ორ­სულ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის გამო და ყვე­ლას ვუყ­ვე­ბი ჩემ ის­ტო­რი­ას” – ამბობს ნინო ჩხეიძე.

Share.