“3 თვეა დასვენებულია პროზექტურაში,რატომ მოკლა ცოლმა არ ვიცით,შვილის სამკურნალოდ იყვნენ წასულები..” – ნახეთ მარად სურმანიძის ოჯახი ამბობს, რომ მათ­თვის უც­ნო­ბია, სად არის ახლა მისი 5 ხუთი შვი­ლი

0

საფ­რან­გეთ­ში მოკ­ლუ­ლი 31 წლის მა­რად სურ­მა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. ისი­ნი აჭა­რის მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ, რათა მა­რად სურ­მა­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა დრო­უ­ლად მოხ­დეს.
ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია მა­რად სურ­მა­ნი­ძის მე­უღ­ლე.
მათ­თვის უც­ნო­ბია, სად იმ­ყო­ფე­ბა მა­რად სურ­მა­ნი­ძის ხუთი შვი­ლი.

“ჩემი დის­შვი­ლი სამი თვეა პრო­ზექ­ტუ­რა­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ვი­თხოვთ ყუ­რა­დღე­ბას გად­მოს­ვე­ნე­ბა­ში მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბას. არ ვი­ცით, რა პი­რო­ბებ­ში არი­ან ბავ­შვე­ბი. მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ თავ­შე­სა­ფარ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მკვლე­ლო­ბა სამი თვის წინ მოხ­და. ფაქ­ტზე მისი მე­უღ­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, სამი თვის წინ მოკ­ლუ­ლი ჩემი დის­შვი­ლი დრო­უ­ლად გად­მო­ას­ვე­ნონ. მა­რა­დის ოჯა­ხი საფ­რან­გეთ­ში ერთ-ერთი შვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ იყო წა­სუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი ემიგ­რა­ცი­ა­ში იყ­ვნენ. ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რა მი­ზე­ზით მოკ­ლა ცოლ­მა”, – აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ცნო­ბის­თვის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი საფ­რან­გეთ­ში გა­სუ­ლი წლის 17 დე­კემ­ბერს მოხ­და. 31 წლის მა­მა­კაცს დახ­რჩო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, წყვი­ლის ჩხუ­ბის ხმა გა­ი­გეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

ად­გილ­ზე მი­სულ პო­ლი­ცი­ა­სა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ და მისი რე­ა­ნი­მი­რე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მე­ო­რე დღეს პო­ლი­ცი­ამ ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მის ცოლს ლანა ხუნ­წა­რი­ას წა­რუდ­გი­ნა. ტუ­ლო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მომ­ხდა­რი დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წე­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი წყვი­ლის 5 ბავ­შვი გა­დას­ცეს ტუ­ლო­ნის ბავ­შვთა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს. ხუ­თი­ვე ბავ­შვი მომ­ხდა­რი­სას შინ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, ისი­ნი შე­ეს­წრნენ თუ არა და­ნა­შა­ულს. გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. იგეგ­მე­ბა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა.

რა თქვა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის დე­დამ?

“ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი ჰყავ­დათ და ამის გამო წა­ვიდ­ნენ უცხო­ეთ­ში. თურ­მე ჩემ შვილ­ზე ძა­ლა­დობ­და, წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გამ­ხდა­რა და ფულს სთხოვ­და, სულ ჩხუ­ბი ჰქო­ნი­ათ. მაგ­რამ ჩემი შვი­ლი ერთი პა­ტა­რა, ჭია გო­გოა, ათა­სი დარ­დი და პრობ­ლე­მა გა­მოვ­ლი­ლი, რო­გორ შე­ეძ­ლო ბიჭი გა­ე­გუ­და. არ­სად გაქ­ცე­უ­ლა. ად­გილ­ზე აიყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლი. მირ­ჩევ­ნია დღეს ჩემი შვი­ლი იყოს მკვდა­რი, ვიდ­რე სიძე. არ მინ­და ასე­თი სირ­ცხვი­ლით ცხოვ­რე­ბა, ბავ­შვებს რა უნდა ვუ­თხრა. ამ ჩემს სი­ძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ამით მოკ­ვდა. ხომ არის, რომ მერე ცუ­დად ხდე­ბი­ან”.

წყარო: geonewest.com

Share.