ნინო გორგოშიძე ყოფილ მეუღლეს და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. 5 შვილის დედამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რომ ყოფილი მეუღლეც და მამამთილიც სასულიერო პირები არიან.
“მე ქორწინების დღიდან დღემდე ძალადობის მსხვერპლი ვარ. 5 წელია განქორწინებული ვარ და ამ ყველაფერს აქამდე იმიტომ ვითმენდი, რომ ჩემი მამამთილი, მამა ნიკოლოზი, ჩემს ყოფილ მეუღლეზე, მამა გიორგი ჩიქოვანზე მეუბნებოდა და მატყუებდა, რომ უმკურნალებდნენ და აღარ დალევდა.
პატრიარქისგან კურთხევა ჰქონდა ჩემს ყოფილ მეუღლეს, რამდენიმე ხანი არ სვამდა და ამ პერიოდში ჩვენ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია გვქონდა, მაგრამ, როგორც კი მან კურთხევა დაარღვია და სმა დაიწყო, ისევ ყველაფერი აირია.
ამდენი ხანი მე იმიტომ ვდუმდი, რომ არ მინდოდა ადამიანებს რწმენა შერყეოდათ. მე შემერყა რწმენა და ამ წლების განმავლობაში, სუიციდი 3-ჯერ ვცადე. მე ვდუმდი, რადგან ამ ადამიანის გაფარჩაკება არ მინდოდა. ვდუმდი იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, ჩემი 5 შვილის მამა, თვითონ ძალადობის მსხვერპლია მისი მშობლებისგან.
პროკურატურას ვთხოვ გამცეს პასუხი, რატომ არ არის წინასწარ პატიმრობაში ჩემი ყოფილი მეუღლე. ასევე, საპატრიარქოს ვახსენებ რჯულის 27-ე კანონს, რომლის მიხედვითაც, მღვდელს, რომელიც სცემს ადამიანს, დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნას სტატუსი, მას ჯვარი უნდა ჰქონდეს აყრილი“, – განაცხადა ნინო გორგოშიძემ.
ინფორმაციისთვის, ნინო გორგოშიძემ გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.
[fvplayer id=”11″]