„37 წლის მე, 65 წლის ქალი ინეზა და სასულიერო პირი – მამაო ერთად ვიბრძვით გადარჩენისთვის, ირგვლივ კი დაფრიალებენ შავი პარკები…” – ნახეთ თამუნა თანდაშვილის თხოვნა რეანიმაციიდან

0

კოვიდინფიცირებული, თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელშ ფეისბუქში მორიგ პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს თავისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს აწვდის.
მისი თქმით, 20 დღეა, რაც ამ ვერაგ ვირუსს ებრძვის, მეორე შტამს, რომელიც უფრო რთულად მიმდინარეობს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან, რადგან სასუნთქი აპარატების ლიმიტი ამოწურვადი რესურსია.
„20 დღეა კორონას ვებრძვი…
მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.
ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები… სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა…

37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი – მამაო ერთად ვცდილობთ გადარჩენას.

ვინ რა იცის, ვინ ვისზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ, სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!

სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაირი მშიშრები.

აცრილები რომ ვიყოთ, ასე მძიმედ არ ვიქნებოდით.

ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ასეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს.

არ მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ“,- წერს თამუნა თანდაშვილი.

Share.