“4 თვის ბავშვი დაობლდა, გაგიჯებულები არიან მისი მოსწავლეები..” – ნახეთ ვინ არის პედაგოგი რომელიც მანქანით ხრამში გადავარდა და დაიღუპა(ფოტოები)

0

დღეს ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას ინგლისური ენის მასწავლებელი 36 წლის მაია დევაძეა. ის ამავე სოფლის მკვიდრია.
„ჩვენს სოფელში დაიბადა და გაიზარდა, დაბა ქედაში იყო გათხოვილი. ერთი შვილი ჰყავს, გოგო, ზუსტად ვერ გეტყვით, 4-5 თვის ალბათ. ჩვენს სკოლაში ასწავლიდა წლებია. ჩემი მასწავლებელიც იყო, მეექვსე კლასიდან მასწავლიდა. საოცარი ადამიანი და საოცარი პედაგოგი იყო. ყველას უყვარდა. შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა, ისეთი ადამიანი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს უბედურება დატრიალდა ჩვენს სოფელში და მაია მასწავლებელზე წარსულში უნდა ვისაუბროთ. რა მოხდა არ ვიცი, როგორც სოფელში ამბობენ, მანქანა რომ

loading...

გადავარდა, გრძნობაზე ყოფილა, უყვირია დამეხმარეთო, რომ მისულან, ხელი არ მახლოთ, ყველაფერი მტკივაო უთქვამს. საავადმყოფოში, როგორც ვიცი, მაიას უთქვამს, შველი შემხვდა და მას ავაცილეო… “- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.წყარო:iswavle.com

loading...
Share.