“4 შვილის დედამ წერილი დაწერა და დიდი სიჩქარით კლდიდან მანქანით გადახტა…” – ნახეთ რა მისწერა მეუღლეს სიკვდილამდე ცოტახნით ადრე

0

30 წლის მეგი სტოიანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი, 4 შვილის დედა, ახაიაში ერთ-ერთი კლდიდან საკუთარი ავტომობილით გადავარდნილი იპოვეს. თავდაპირველად პოლიციას უბედური შემთხვევა ეგონა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი სიცოცხლე თავად დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთით ადრე, მან მეუღლეს მისწერა შეტყობინება, რომელშიც ეწერა: “მე დავასრულე… აღარ შემიძლია… ბავშვებს გაუფრთხილდი”, სწორედ ამის შემდეგ დიიდ სიჩქარით გადაიჩეხა კლდეზე, რომლის სიმაღლეც 70 მეტრია.

loading...

ირკვევა, რომ ამ დროს მისი მეუღლე სამსახურში იმყოფებოდა და მისი შეჩერება სცადა, მისწერა, რომ ეფიქრა ბავშვებზე და უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ქალს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

არსებული ცნობებით, სამაშველო სამსახური გამვლელმა მძღოლებმა გამოიძახეს და საბოლოოდ 4 შვილის დედა კლდიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

უცნობია, თუ ზუსტად რა გარემოებებმა მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე.
წყარო: epicentri.club

loading...

Share.