„5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქვდი მწარედ. ცო­ცხლად და­ი­მარ­ხა ჩემი ოჯახი, არ მინდოდა ვინმეს ვეპოვნე“ – რა მისწერა 12 წლის თიკა თედორაძეს სასწაულად გადარჩენილმა ქალმა

0

1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­და ჯო­ჭო­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერ­ში თე­დო­რა­ძეების ოჯა­ხის შეიწირა. გადარჩა ერთადერთი წევრი, 12 წლის თი­კა, იგი სტუმ­რად სხვა სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. წლე­ბის წინ კი თი­კა­სა­ვით გა­უ­მარ­თლა სო­ფელ ორ­თა­ბა­თუ­მის მა­სა­უ­რას და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ მაგ­და­საც – მან ოჯა­ხის 4 წევ­რი და­კარ­გა – დედა-მამა და და-ძმა. ისი­ნი მი­წის მა­სამ ჩა­ი­ყო­ლა. 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვად მაგ­დაც მი­წის­ქვეშ იყო ჩა­მარ­ხუ­ლი და… ცო­ცხალს მი­აკ­ვლი­ეს.

loading...

დღეს მაგ­და 12 წლის თი­კას ტკი­ვილ­მა აა­ლა­პა­რა­კა და სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა 12 წლის გადარჩენილი გოგონას მისამართით:

“უკვე არ შე­მიძ­ლია გავ­ჩუმ­დე და ვარ­ღვევ ტკი­ვი­ლით სავ­სე დუ­მილს! 12 წლის შემ­დეგ, რად­გან დღეს შენ, ჩემი გან­მე­ო­რე­ბა ხარ პა­ტა­რა გოგო, ჩემ­სა­ვით გეწ­ვის გული, სული! კი, ყვე­ლა­ზე უკეთ მეს­მის დღეს რა დღე­ში ხარ! რად­გან ზუს­ტად შე­მოდ­გო­მა 19.09.2008. წლის ღა­მეს მეც ცო­ცხლად და­მი­მარ­ხა ცივ­მა, სველ­მა მი­წამ ჩე­მე­ბი. ზუს­ტად ასე ჩა­მო­მე­შა­ლა ჭერი, ზუს­ტად ისე წვიმ­და, რო­გორც შენ­თან გაწ­ვიმ­და, ჩემო ლა­მა­ზო. თუმცა სხვა­ო­ბა ის არის, რომ მეც მათ­თან ერ­თად და­ვი­მარ­ხე. 5 სა­ა­თი მი­წის ქვეშ ვსუნ­თქავ­დი მწა­რედ, რად­გან ვგრძნობ­დი უკვე და­ვობ­ლდი. არ მინ­დო­და ვე­პოვ­ნე ვინ­მეს, სიკ­ვდილს არ ვებ­რძვო­დი, პი­რი­ქით ვთმობ­დი სი­ცო­ცხლეს. მაგ­რამ არ მე­წე­რა, არ მომ­ცა უფ­ლე­ბა ღმერ­თმა წავ­სუ­ლი­ყა­ვი მათ­თან ერ­თად, სხვა ცხოვ­რე­ბა­ში. მი­პო­ვეს, ვინც დამ­რჩა იმათ­მა, ამო­მიყ­ვა­ნეს, და­მა­ძა­ლეს, რომ მე­ცხოვ­რა, მათი სუ­ლის­თვის! იმ დროს ერ­თა­დერ­თი დავ­რჩი გვა­რის ნერ­გად. რომ მე­გო­ნა ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და, ღმერ­თს ვუს­ვამ­დი კი­თხვას რის­თვის? პა­სუ­ხი არ მქონ­და.

მე გა­ვაგ­რძე­ლე სი­ცო­ცხლე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დროს­თან ერ­თად ტკი­ვი­ლი ძლი­ერ­დე­ბო­და­აა. ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­ვი­მარ­თე, ვის­წავ­ლე, შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, მყავს შვი­ლე­ბი და ეს მა­ხა­რებს, რად­გან ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის წყა­ლო­ბით, მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა იქ­ნე­ბა, არ ჩაქ­რე­ბა სან­თლე­ბი ჩე­მე­ბის სუ­ლის­თვის! ამ ყვე­ლაფ­რით რისი თქმა მინ­და, იცი? არ გა­ბე­დო, არ და­ე­ცე, ეს შე­ნებს არ მო­ე­წო­ნე­ბათ. მარ­თა­ლია ვე­რა­ვინ შეც­ვლის შე­ნე­ბის ად­გილს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე ჩა­ე­ნაც­ვლე­ბა ისი­ნი ვინც გვერ­დით გე­ყო­ლე­ბა, რო­გორც ოჯა­ხი. რო­გორც ჩემ­თან, მა­მი­და და მისი ოჯა­ხი. მათ მი­მი­ღეს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. პი­რო­ბას გაძ­ლევ, გავა დრო და ჩემ­სა­ვით იფიქ­რებ და­უ­ვი­წყარ, ტკი­ვი­ლით სავ­სე შემ­თხვე­ვა­ზე.

გი­სამ­ძიმ­რებ თი­კუ­ნა და ვთხო­ვოთ ღმერ­თს, ასე აღა­რა­ვინ და­ო­ობ­ლოს. მეტი რა გვეთ­ქმის, როცა დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი. და კი­დევ, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან მინ­და, ვნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თი. ჩემი სახ­ლის კარი ღიაა შენ­თვის. გახ­სოვ­დეს რომ გაძ­ლი­ერ­დე, ისევ მათ გამო! მე შენი ტკი­ვი­ლი მტკი­ვა”. წყარო:epicentir.club

loading...

Share.