“5-დღიანი ძებნის შემდეგ ნეაპოლში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს” – ნახეთ სად იმყოფება დაკარგული

0

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიაში გაუჩინარდა, საავადმყოფოშია მოთავსებული.
სალომე ტეტუნაშვილთან კონტაქტი ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 საათზე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა.

27 წლის ქალი იტალიაში სამუშაოდ არის წასული. ამავე ქვეყანაში, თუმცა, სხვა ქალაქში მუშაობს მისი დედაც.
სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს გაუჩინარდა. ემიგრანტების თქმით, პოლიციას ამის შესახებ იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ის მუშაობდა.
25 იანვრის საღამოს იტალიაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ქალები შეიკრიბნენ როგორც ტეტუნაშვილის სამუშაო სახლთან, ასევე პოლიციასთან და კარაბინიერებს დაკარგული ქალის მოსაძებნად უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

წყარო: ფორმულა

Share.