🔴 საზარელი ტრაგედია ზუგდიდში,- ხანძარის დროს ტყუპი ბავშვები დაიწვნენ. გარდაცვლილები 5 წლის ბავშვები არიან.
არსებული ინფორმაციით,უბედური შემთხვევის შედეგად ცეცხლში ჩაიწვა მცირეწლოვანი ტყუპები, ხოლო კიდევ ორი, მათზე უფროსი გადარჩა.
როგორც გადარჩენილი ბავშვები ჰყვებიან,პატარები ვერ გააღვიძეს.
მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა დროზე მივიდა და ოპერატიულად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა,ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მეზობლების თქმით, 4 ბავშვი ბინაში მარტო იმყოფებოდა, მარტოხელა, სოციალურად დაუცველ დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა.