“50 ახალგაზრდა იყო წვეულებაზე,პოლიცამ ამწუთებში რამდენიმე პირი დაიჭირა.” – ნახეთ ახალი დეტალები ცხვარიჭამიაში მოკლულ ბიჭზე

0

საზარელი ინფორმაცია გავრცელდა გუშინ. 20 წლის მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში სასტიკად მოკლეს. ახალგაზრდა დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ახლახანს ახალი დეტალები გახდა ცნობილი.ცხვარიჭამიაში, ჩოხელების დასახლებაში დაბადების დღის წვეულებას, დაახლოებით, 40-50 ახალგაზრდა ესწრებოდა. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცავებმა ახლახანს რამდენიმე პირი დააკავეს. უცნობია, აღნიშნულებს შორის არის თუ არა პირი, რომელმაც ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.

დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

Share.