“ულამაზესი სიურპიზი გამიკეთა ძალიან გამიხარდა..” – ნახეთ როგორ გრანდიოზულად მიულოცა დაბადების დღე საყვარელმა მამაკაცმა შორენას

0

ცეცხლოვანი მსახიობი „ფოლოვერებს“ სასიამოვნო მომენტებსა და მოგონებებს ხშირად უზიარებს. მათ შორის აღმოჩნდა ბედნიერი წამები, როდესაც მას პარტნიორმა დაბადების დღე მოულოდნელად მოულოცა. როგორი საჩუქარი გაუკეთა სექს-სიმბოლოს ლაშა ბარათელმა?პოპულარული მსახიობი და ფოტომოდელი იუბილარია. შორენა ბეგაშვილს 39 წელი შეუსრულდა. მას დაბადების დღე პირველმა ქალიშვილმა მიულოცა. ევა ბარბაქაძემ დედას ულამაზესი თაიგული და საჩუქარი უსახსოვრა. „გილოცავ, ჩემო ულამაზესო და

ყველაზე კარგო ადამიანო. მიყვარხარ, დედუნა“,- დაწერა ევამ. გოგონა კვლავ ყავარჯნებზე დაყრდნობით გადაადგილდება, თუმცა მან მაინც მოახერხა დედა გაეხარებინა და საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სართულზე სიურპრიზი მოუწყო.
აღმოჩნდა, რომ ევას პარალელურად შორენას პარტნიორმა სექს-სიმბოლოს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო. მამაკაცმა მას ფერადი ფოიერვერკით გაულამაზა საღამო, რამაც მსახიობს გული აუჩუყა. შორენა უახლეს ვიდეოში ემოციების ზღვას ვერ მალავს და გადაწყვიტა „ფოლოვერებისთვის“ გაეზიარებინა.წყარო:ambavi.club
ვიდეო:

Share.